ლაშა ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.

დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ისრაელელი ლი კოჩმანის და სერბი ნემანია მაიდოვის დამარცხების შემდეგ სამწუხარო მარცხი იწვნია რუსი მიხაილ იგოლნიკოვისგან და რეპეჟაშში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ ალტანბაგანა გალტუნგას შეხვდა.

ლაშა ბექაურმა იპონით დაამარცხა მეტოქე და ბრინჯაოს მედლისთვის ბექა ღვინიაშვილთან დამარცხებულ თურქ მიხაელ ზგანკთან იჭიდავებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად