ლაშა ბაქრაძე: რუსეთი პროფესიონალურად იქცევა და პროპაგანდაზე კარგად მუშაობს

 არის ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირ აფინანსებს რუსეთი, არის საინფორმაციო საშუალებები, რომელსაც პირდაპირ აფინანსებს, მაგრამ იმ ადამიანების ველი საკმაოდ დიდია, რომლებიც ამას იზიარებენ,“ -განაცხადა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ საქართველოში, რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში

ბაქრაძის თქმით, მედია საშუალებები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოებაში ტყუილი გაავრცელონ რუსული პროპაგანდის სასარგებლოდ. 
"რუსეთი ძალიან პროფესიონალურად იქცევა, ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ამხელა იმპერიას ვერ შექმნიდა, რომ არ იცოდნენ როგორ იმუშაონ.

დღეს ეს კიდევ უფრო გაადვილებულია, რადგანაც იზრდება კრიტიკული მასა ადამიანებისა, რომლებსაც ხელისუფლება არ მოსწონთ ამა თუ იმ ქვეყნის. რუსეთი აკეთებს ტარგეტირებას, რომელშიც მიზნობრივად სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობენ.

იმ ჯგუფებს რომლებიც უკმაყოფილონი არიან, იმ ინფორმაცის აწვდიან, რომელიც მათთვის მისაღებია. რომელსაც უფრო ადვილად გადახარშავენ და ა.შ. საქართველოში, ცხადია, ერთის მხრივ იქმნება შიში, რომ დასავლეთი წაგვართმევს მეობას და დასავლეთს გახრწნილობა მოაქვს. იქამდე გვახსოვს პროპაგანდისტული ტყუილი ნიუსები, მაგალითად გვახსოვს ის ნიუსი, რომელიც ორიოდე წლის წინ გავრცელდა, შვეიცარიაში თითქოს ინსცენტი დააკანონეს. სრულიად აბსურდული რამ,“- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ გადაცემა "აქცენტებში".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად