ლას-ვეგასის სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა

ლას-ვეგასის სავაჭრო ცენტრ Fashion Show სროლა მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ 21 იანვარს, საღამოს გავრცელდა. ამის შემდეგ პოლიციამ კვარტალი გადაკეტა, თუმცა მსროლელმა ადგილიდან მიმალვა შეძლო.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ. პოლიციის ვერსიით, სროლის დაწყების მიზეზი ადამიანებს შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა, რომელიც სროლაში გადაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად