ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკთაშორის ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

 ხვალ ერთი დოლარის ფასი 2.1908 ლარი იქნება. დღევანდელ ნიშნულთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0,0058-ით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა და ხვალ ოფიციალური გახვლითი კურსი 2.3098-ის ნაცვლად, 2.3253 იქნება.

ლარის გაუფასურებისა და ეკონომიკური ვითარების საკითხებზე ამ წუთებში პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. ამასთან, აღნიშნულ პრობლემებზე ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...