ლარი გამყარებას განაგრძობს – ხვალ 1 დოლარი 2.3157 ლარი ეღირება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში 0.0083-ით გამყარდა.

ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.3157 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.3240 ლარად არის შესაძლებელი.

თუმცა, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0480-ით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ 1 ევროს ღირებულება 2.6251 ლარი იქნება. დღეს კი, 1 ევრო 2.5771 ლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...