ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

NULL

ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი – გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.3303 ლარი იქნება(1 მაისის მდგომარეობით 2.3327 იყო). ევროსთან მიმართებაში კი – 2.6248 ლარი(1 მაისის მდგომარეობით 2.6089 იყო).

ცნობისათვის, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ლარმა, მკვეთრი გაუფასურება, ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, 2014 წლის დეკემბერს დაიწყო. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ლარის კურსს აკონტროლებენ.

კომენტარები
იტვირთება...