ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ მცირედით გამყარდა და $1-ის ღირებულება 3.1180 ლარი გახდა. შესაბამისად კურსის ცვლილებამ 0.0077 თეთრი შეადგინა. 

დოლარისგან განსხვავებით, ლარი მცირედით, 0.0029 თეთრით გაუფასურდა ევროს მიმართ. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით 1 ევროს ღირებულება 3.6543 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 აგვისტოდან შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...