ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხვალ 1 აშშ დოლარი 3.48 ლარი ეღირება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4842 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4842 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0266 ლარი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. ევროს კურსი დღეს 3.7370 ლარი იყო, ხოლო ხვალ 3.8159 ლარი იქნება, რაც 0.0789 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად