ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხვალ 1 აშშ დოლარი 3.45 ლარი ეღირება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4576 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0082 ლარი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებით. ევროს კურსი დღეს 3.7436 ლარი იყო, ხოლო ხვალ 3.7370 ლარი იქნება, რაც 0.0066 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად