ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან – გაუფასურდა

26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან — გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1288 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,17 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,77 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,6842 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 27 აგვისტოს შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...