ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი – გაუფასურდა

31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1107 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6806 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.33 თეთრით შემცირდა და 4.2841 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...