ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

5 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.75 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1518 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.65 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7440 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3633 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 2.78 თეთრით გაიზარდა და 4.3690 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 ივლისიდან შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...