ლარი დოლართან მიმართებით 8 თეთრით გამყარდა

30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა ყველა ვალუტის მიმართ, რომელთა მიმართებითაც სებ-ი კურსების აღრიცხვას აწარმოებს. 

კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 8.19 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2059 ლარი გახდა. აშშ დოლართან მიმართებით ეს კურსის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი გამყარებაა.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 8.55 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.7560 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კურსის ცვლილება 10.43 თეთრი იყო, რის შედეგადაც ერთი ფუნტის საფასური 4.1212 ლარი გახდა.

თურქულ ლირასთან კი ლარი 0.93 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულებამ 41 თეთრი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად