ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა

6 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4069 ლარი გახდა. ამ გამყარების მიუხედავად, ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.2%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.96 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0232 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.26 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4175 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 2.40 თეთრით შემცირდა და 4.7131 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 აპრილიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...