ლარი დოლართან მიმართებით 1.05 თეთრით გამყარდა

4 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა; ცვლილება 1.05 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4398 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1319 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4126 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.25 თეთრით შემცირდა და 4.7751 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 მაისიდან შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...