ლარი დოლართან მიმართებით 0.97 თეთრით გამყარდა

14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა; ცვლილება 0.97 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4186 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1392 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.18 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4052 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.56 თეთრით გაიზარდა და 4.8110 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 მაისიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...