ლარი დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გამყარდა

29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა; ცვლილება 0.26 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4503 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.52 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1818 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.02 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4214 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.64 თეთრით გაიზარდა და 4.8076 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 აპრილიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...