ლარი დოლართან მიმართებაში 0.0390 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.3771 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში, 0.0390 პუნქტით გამყარდა.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, – ერთი ევროს ფასი 2.7173 ლარი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებას, გზავნილების შემცირებასა და ბაზრის მონაწილეების უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს. მისი თქმით, გაზრდილია მოლოდინი, რომ შემოდგომაზე კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება, რის გამოც, კომპანიები დოლარის ნაშთებს აგროვებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...