ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. ხვალ ერთი დოლარის ფასი 2,1839 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0098 გაუარესებული მაჩვენებელია.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ხვალ ერთი ევროს ფასი, 2.3497 ლარი იქნება. ცვლილებამ დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით, 0.0188 პუნქტი შეადგინა.

კომენტარები
იტვირთება...