ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

9 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასვეე ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1455 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,09 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,02 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,7309 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 10 ივლისს შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...