ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1383 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,54 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,87 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,6291 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 14 ოქტომბერს შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...