ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა

20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,0962 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 1.14 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,6492 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით ამაზე მეტად გამყარებული ბოლოს 2020 წლის სექტემბერში იყო.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 21 ივლისს შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...