ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ევროსთან მიმართებითაც კვლავ გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1701 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,88 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,63 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,8523 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 25,7 თეთრით, ხოლო ევროსთან — 31,3 თეთრით არის გამყარებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 12 ივნისს შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...