ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

21 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1653 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.96 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7658 ლარი გახდა.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.12 თეთრით შემცირდა და 4.3947 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 ივნისიდან შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...