ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

16 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.94 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1657 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.36 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8356 ლარი გახდა.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.25 თეთრით შემცირდა და 4.4674 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 ივნისიდან შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...