ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1042 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 2,02 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 2,68 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,6906 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 3 აგვისტოს შევა ძალაში.

კომენტარები
იტვირთება...