ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი 3 პუნქტით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ 7 მაისისთვის დადგენილი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3258 ლარი იქნება(2.3214 იყო). 1 ევროს ღირებულება 2.6128 იქნება(2.5809 იყო). 

ცნობისათვის, ლარმა დოლართან და ევროსთან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ვალუტის გაუფასურებას რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ლარის გაუფასურების ხელშეწყობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ადანაშაულებს.

კომენტარები
იტვირთება...