ლაფერაძე: მოსამართლე ნაზღაიძის ძმის მსგავსად, ბევრმა აიღო მილიონამდე და მეტი კომპენსაცია

რა კრიტერიუმითა და შეფასების სისტემით მიიღო მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმამ 1641მ2 ფართში ერთი მილიონი ლარი კომპენსაციად. რამდენი მიიღეს ვერეს ხეობაში სტიქიით დაზარალებულებმა სხვა ადამიანებმა?

"რუსთავი 2"-ის ეთერით გასული ანონსიდან ირკვევა, რომ მერიამ ერთ ერთი იმ მოსამართლის ძმას, რომელმაც ტელეკომპანიის საქმე განიხილა, ერთი მილიონი გადაუხადა კომპენსაციის სახით. "აიპრესი" დეტალების გასარკვევად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე   დაუკავშირდა.

„ეს არის სტიქიის კომპენსაცია. სტიქიაზე მთლიანობაში 18 მილიონი ლარი გავეცით. მილიონი და მილიონზე მეტი ლარი გავეცით ხელზე ადამიანებს, ამიტომ ეს დამოკიდებული იყო და არა ადამიანების სახელ და გვარზე, არამედ იმ ქონებაზე რაც მას ჰქონდა. სტიქიას არ განუსაზღვრავს ვინმეს ძმა , და ან ბიძაშვილი.

სტიქიამ როდესაც ჩაიარა ვერეს ხეობაში, უწყებათაშორის კომისიაში გარემოს დაცვამ წარადგინა დასკვნა, სადაც განისაზღვრა ტერიტორია, ანუ ზოლი და ითქვა, რომ ამ ზოლში მცხოვრები ადამიანების არსებული მიწის ნაკვეთი არის რისკის შემცველი ადგილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ამ ტერიტორიებზე განვითარება არ შეიძლება. ამიტომ, მოხდა ამ ქონებების გამოსყიდვა, ანუ წამოღება მუნიციპალურ საკუთრებაში და მათვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემა.

ზოგმა ეს ანაზღაურება მიიღო ფულადი სახით, ზოგმა მიიღო ნაწილი ფული, ნაწილი ქონება და ა.შ . იგივე იყო თამაზ ელიზბარაშვილის დროს, 1,6 მილიონი ლარი ხელზე მიიღო, დანარჩენი მიწის ნაკვეთები სახით აიღო.

ჩვენ გვყავდა ერთ-ერთი ოჯახი , რომელსაც მილიონ ლარზე მეტი მივეცით და ა.შ. კონკრეტული შემთხვევა, იმიტომ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ეს აღმოჩნდა ნატა ნაზღაიძის(„რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოასამართლე ავტ.) ძმა, თუმცა არც ვიყავით ვალდებული გაგვერკვია მისი ძმა იყო თუ მისი ბიძაშვილი, თუ მას ქონება გააჩნდა იმ ზონაში, სადაც შეზღუდული იყო ყველაფრის განვითარება ეს უკვე საფუძველი იყო და კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გვემოქმედა.

გუშინ ნოდარ მელაძე(„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ) იყო მოსული და ახლა სიუჟეტში რომ ამბობენ, რაღაც ჯილდოო, როგორ შეიძლება, როდესაც სტიქიის ზონაში მოხვდება ოჯახი იმ ანაზღაურებაზე ჯილდო თქვა?!

აქ რამე განსაკუთრებული არ ყოფილა თითქოს ერთ შემთხვევაში გაკეთდა და სხვა შემთხვევაში არ გაკეთებულა. კანონი ამ ყველაფერს არეგულირებს. ვფიქრობ რასაც ახლა აანონსებენ გადაჭარბებულად ნეგატიურად არის შეფასებული. 

დაახლოებით რამდენი მილიონი ლარი მიიღო ნატა ნაზღაძის ძმის ოჯახმა?

თუ არ ვცდები 951 00 ლარი. ამ თანხის ნაწილი მიიღო ქეშად, მეორე მიიღო ქონების სახით. ეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა და სწორედ იმ ღირებულების ქონება და ფულადი ანაზღაურება მიიღო. თანხის გამოთვლა მოხდა იმ ქონების ღირებულების საფუძველზე და ეს ქონება შეფასდა ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც შეფასდა მთელი სვანეთის ქუჩა და მთელი წყნეთის ხევი. აქ არაფერი განსაკუთრებული ხდება.

თუ არის გაცემული ვინმეზე ამაზე მეტი თანხა?

მახსოვს მილიონ ლარზე მეტი გაცემული თანხა არის, სვანეთის ქუჩაზე ესაკიების ოჯახზე. თუ სწორად მახსოვს 1 038 000 ლარი ან 1 058 000 ათასი ლარი.

ასევე გაცემულია ოჯახებზე გაცემულია 700 000, 500 000, 800 000 ლარი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...