ლაფანყუში ავარიის შედეგად დაშავებული 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ლაფანყუში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

ექიმების ინფორმაციით,ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანა, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და დაიღუპა. ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა ცნობისათვის, შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ცოტა ხნის წინ მოხდა.

,,ოპელის,, მარკის ავტომობილის მძღოლმა,რომელიც სავადაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრაობდა საჭე ვერ დაიმორჩილა,მანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...