გურიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რვა დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ლანჩხუთში, „მედალფას“ კლინიკაში იმყოფებიან. ექიმების განცხადებით ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა , რომელთთაგან ერთი 12 წლის მოზარდია. დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შსს-ს ინფირმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...