ლანჩხუთში ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ლანჩხუთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის, ქალაქის ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

„მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ასეთ გახარებულ პატარებს ვხედავ. ბავშვებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ნათელ მომავალს და თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ“ – მიმართა აღსაზრდელებს ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად