ლანჩხუთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის 5 წევრის სიცოცხლე შეეწირა

ლანჩხუთში,  გამთენიისას, სოფელ ჩიბათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც  მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, "სატვირთო ავტომობილს(ტრაილერს), რომელიც გადაადგილდებოდა დასავალეთის მიმართულებით, მისაბმელი მოწყდა და საავტომობილო გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ერთი პირი, რომელიც ავტომანქანაში იმყოფებოდა, გადაყვანილია საავადმყოფოში". 

შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად