ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის გამო 11 ხიდი და შიდა გზები დაზიანდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. წვიმის შედაგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გადაადგილება შეაფერხა. ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა.

დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია.

ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები.

ადგილზე დილიდან იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები.
შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

კომენტარები
იტვირთება...