ლანჩხუთის „გურიას” ქალთა გუნდის სავარაუდო მეტოქეები უეფას ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალში (ფოტორეპორტაჟი)

დღეს, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ლანჩხუთის „გურიამ” ადგილობრივი “კლუჟი” დამარცხა და უეფას ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა

უეფას ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალში გასული გუნდები წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან. წილისყრა სამშაბათს, 24 ნოემბერს გაიმართება და 16 განთესილი გუნდის 16 მეტოქე გამოვლინდება განუთესავთა შორის მყოფთაგან.

განთესილთა და განუთესავთა შორის გუნდები რეიტინგში საკლუბო კოეფიციენტებით დაკავებული ადგილების მიხედვით არიან განაწილებულები.

განთესილთა შორის არიან შემდეგი გუნდები:
„ლიონი” – 145.680
„ვოლფსბურგი” გერმანია – 114.090
„ბარსელონა” – 102.140
„პარი სენ-ჟერმენი” – 98.680
„ბაიერნი” – 78.090
„მანჩესტერ სიტი” – 69.645
„სლავია” პრაღა – 65.365
„ჩელსი” – 63.645
„როზენგარდი” მალმე, შვედეთი – 59.015
„ატლეტიკო” მადრიდი – 47.140
„ფორტუნა” ჰიორინგი, დანია – 46.385
„ბრონდბიუ” კოპენჰაგენი – 45.385
„კვინერი” ლილესტრომი, ნორვეგია – 44.075
„ბიიკ-კაზიგურტი” შიმკენტი, ყაზახეთი – 38.570
„გლაზგო სიტი” – 36.590
„ციურიხი” – 34.920

მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება. წყვილებს შორის მეორე შეხვედრები განთესილი გუნდების მოედანზე გაიმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად