ლანჩხუთის „გურიას” ქალ ფეხბურთელთა გუნდმა უეფას ჩემპიონთა თასზე რუმინეთში „კლუჟი” დაამარცხა

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ეს წუთია დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალ ფეხბურთელთა შორის ადგილობრივ „კლუჟს” და ლანჩხუთის „გურიას” შორის

შეხვედრის პირველი ნახევრის უმეტესი ნაწილი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ტაიმის მიწურულს ლანჩხუთელებმა ქალებმა გამოიღეს ხელი და ხაბურზანიას მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ საჯარიმოს გოლი მოჰყვა, რომელიც მასპინძელათვისაც კი მოულოდნელად გააუქმა მსაჯმა.

 
ერთი წუთის შემდეგ ლანჩხუთელებს ცოტა დაკლდათ შესვენებამდე დაწინაურებისათვის – მასპინძელთა კარი ძელმა იხსნა.
 
შეხვედრის მე-2 ნახევარში თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა. ლანჩხუთელები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ფავორიტებად მიჩნეულ მასპინძლებს და საკმაოდ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ.
 

ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევის დროს ხაბურზანიამ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჭყონიას, მან სწრაფად ჩამოიტოვა უკან მასპინძელთა მცველი და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დაახლოებით 12 მეტრიდან ზუსტი დარტყმით გაიტანა გოლი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა ლანჩხუთელ ფეხბურთელებს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად