ლანა ღოღობერიძე: სულ ვაჟა ფშაველა მიდგას თვალწინ, რომელმაც ადათებით დადგენილი მიუღებლობის წრე გაარღვია

სულ ვაჟა ფშაველა მიდგას თვალწინ, რომელმაც ადათებით დადგენილი მიუღებლობის წრე გაარღვია, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რაღაც საკითხებზე უნდა დავფირდეთ და დავეჭვდეთ. ღოღობერიძე ამბობს, რომ ერთადერთი, რაშიც ეჭვს ვერ შეიტანს, თანასწორობაა.

“გასაგები მიზეზების გამო, დღეს მე სულ ვაჟა ფშაველა მიდგას თვალწინ გასაგები მიზეზების გამო. ვაჟა ფშაველა, რომელმაც გაარღვია ადათებით დადგენილი მიუღებლობის წრე თავისი გმირების სახით. იყო ადათებით დადგენილი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ და ეს გაარღვიეს. ამით დაამარცხეს სიძულვილი. ამაზე გვაფიქრებს ვაჟა. რა საინტერესოა “ალუდა ქეთელაური”. დღევანდელი სიმართლისთვის მებრძოლებიც ალბათ ასე ფიქრობენ: “ჩვენც ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი”. რომ დავფიქრდეთ და დავეჭვდეთ, რა მოხდება?! ერთადერთი რაშიც ეჭვს ვერ შევიტან ეს არის ადამიანის თანასწორობა. ასე გააჩინა ღმერთმა, თანასწორობა უმაღლესი ფასეულობაა და თუ რამეს განასახიერებს ევროკავშირის დროშა, რომელიც ჩამოვხსენით, სწორედ ესაა”, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

კომენტარები
იტვირთება...