ლანა ღოღობერიძე: მოძალადემ, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა, ჩვენი პრინციპები გათელა

იმ მოძალადემ, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა, ალბათ ფიქრობს, რომ კარგი გააკეთა, ჩვენი პრინციპები გათელა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სიძულვილი დამარცხებას ნიშნავს, ხოლო სიყვარული და თანაგრძნობა გამარჯვებაა.

“ის მოძალადე, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირის დროშის დაწვით, რაღაცა დიდი მოიმოქმედა. ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, მაგარმ ამით ხომ ჩვენი პრინციპები გათელა?! ჩვენი შემწყნარებლობა, ჩვენი ტოლერანტობა. დღევანდელ დღემდე მაინც ამ მრავალფეროვნებით მოვედით, იქნებ ამაზეც შევძლოთ დაფიქრება.

რაც მთავარია იმაზე დავფირდეთ, რომ არასდროს არსად არ შეუქმნია კარგი რამე სიძულვილს. სიძულვილი ეს არის დამარცხება და სიყვარული და ადამიანის თანამგრძნობა არის გამარჯვება. მე არ შემიძლია სიძულვილით ცხოვრება, არაცერთი ის ადამიანი არ მძულს და მესმის, რომ მქონდეს სხვანაირი დამოუკიდებულობა. განსხვავებულის მიუღებლობა ყველა ტრადიციული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია და ეს ბუნებრივი რამ არის. ეს გზა გაიარა ევროპულმა სახელმწიფოებმაც და აშშ-მაც. აშშ-ში იყო პერიოდი, როდესაც შავკანიანს არ შეეძლო იმ ავტობუსში ასვლა, სადაც თეთრკანიანები იყვნენ, მაგრამ ეს პერიოდი გაიარეს და ჩვენც უნდა გავიაროთ”, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

კომენტარები
იტვირთება...