ლანა ღოღობერიძე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე: ყველანაირად ამ ფილმის და მისი შემოქმედების მხარეზე ვარ

ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანას არჩეული აქვს გზა ცივილიზებულობისკენ, რისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც შემოქმედის თავისუფლება, ასევე იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ ამ შემოქმედების აღქმა.

მან ამის შესახებ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

“ახლა ხდება ჩვენს თვალწინ, 21-ე საუკუნეში, რომ ისევ რაღაც ძალებს უნდათ გადაგვჩეხონ უფსკრულში. ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა, არჩეული გვაქვს გზა ცივილიზაციისკენ და ამიტომ ევროპისკენ, იმიტომ რომ ეს სიმბოლოა ცივილიზებულობის დღეს. გვინდა თავისუფლება შინაგანი და ასევე შემოქმედის და იმათი, ვისაც უნდა რომ აღიქვას ეს შემოქმედება. მე ჯერ არ მინახავს ფილმი,მაგრამ ყველანაირად ამ ფილმის და მისი შემოქმედების მხარეზე ვარ, მთელი ჩემი არსებით” -განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად