თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის, covid19-ით ინფიცირებული 15 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა – კრიტიკულია, – ამის შესახებ “აიპრესთან” თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“15 წლის მოზარდი თბილისიდანაა, მისი მდგომარეობა მძიმეა – კრიტიკულია. ის მართვით სუნქთვაზეა შეერთებული”, – განუცხადა ლალი ტურძელაძემ “აიპრესს”.
შეგახსენებთ, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 -აჭარას უკავშირდება