ლალი ტურძელაძე: კორონავირუსს ყველაზე მძიმედ სასუნთქი გზებით დაავადებული პაციენტები იტანენ

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“რა თქმა უნდა გამოცდილება გროვდება და ყველაზე მძიმედ კორონავირუსს იტანენ სასუნთქი გზებით დაავადებული პაციენტები. ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევა, რომ ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტით დაავადებული ქალბატონი გვყავს, რომელიც მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს. აპარატზე არ არუს შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას ფილტვების ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა.

ანუ, ეს პაციენტები, რომლებსაც აქვთ სასუნთქი გზების დაავადება გაცილებით მძიმედ იტანენ. ვირუსი პირველ რიგში სასუნთქ გზებს აზიანებს, ძირითადად ფილტვებს. კომპიუტერულ ტომოგრამაზე რომ ნახოთ, დაბურული მინის სინდრომი აღენიშნება და ეს პირდაპირ მიუთითებს ამაზე. აქ არის მთავარი გმირობა, რომ არ გამოგვეპაროს ის დრო, როცა პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება. საჭიროა დაუყოვნებელი ჩარევა და შესაბამისი მედიკამენტის შერჩევა. ვისაც არ აქვთ თანმდევი დაავადებები ახერხებენ შებრძოლებას, ხოლო ვისაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ, პლუს აქვთ ასაკი აქვთ, მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა ძნელია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამას უმეტეს შემთხვევაში მაინც შევძლებთ”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად