ლალი ტურძელაძე: დღეს 2 მარნეულელი პაციენტი გავწერეთ, მათ შორის ქალი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“დღეს ჩვენ გავწერეთ მარნეულიდან ჩამოყვანილი ორი პაციენტი. 62 წლის ქალბატონი, რომელიც მთელი საქართველოსთვის ცნობილია, რომელზეც დადიოდა დიდი ლეგენდები, რომ ძალიან დამძიმდა, გარდაიცვალა და ა. შ. ნამდვილად იყო უმძიმეს მადგომარეობაში, კრიტიკულ ვითარებაში, მაგრამ დღეს ეს ქალბატონი კორონავირუსისაგან აბსოლუტურად ჯანმრთელია.

მეორე პაციენტი, რომელიც დღეს გავწერეთ იგივე ოჯახიდან არის. ამ ქალბატონის ოჯახიდან. მისი ოჯახის წევრი, რომლებიც ამ ქალბატონის ოჯახისგან იყვნენ ჩამოყვანილი 4 ადამიანი, ერთი ახალგაზრდა ბიჭი რამდენიმე დღის წინ გავწერეთ და ასევე ერთი ახალგაზრდა გოგონასი, რომელიც აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. ეს 55 წლის ქალბატონი სრუად გამოჯანმრთელდა. რაც ძალიან გვიხარია, ეს გვაძლევს სტიმულს ჩვენი შემდგომი მუშაობისა და თავდადების სტიმულს”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად