ლალი ტურძელაძე: ჩვენთან 54 პაციენტი რჩება,  მათ შორის 6 მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციაში არიან

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენთან დადასტურებული 56 შემთხვევა იყო, ახლა გვეყოლება 54. აქედან 6 აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ დეპარტამენტში, ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან. 2 მათგანის მდგომარეობა ცოტა უკეთესია. ორსულებს, რაც შეეხება, რომლებიც სამეანო განყოფილებაში წვანან მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 33 პაციენტი გვყავს პნევმონიით, რაც ამ ვირუსს ახასიათებს, ისინი საშუალო სიმძიმის არიან, დანარჩენები კი ინტენსიური თერაპიის ბლოკში აგრძელებენ მკურნალობას და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად