ლაიფციგის “რედ ბულმა” გასვლაზე ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი დაამარცხა

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მორიგი პირველი მატჩები

ლონდონში ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების ფინალისტმა “ტოტერნჰემ ჰოტსპურმა” ლაიფციგის “რედ ბულს” მასპინძლობდა და ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა სტუმრებმა ტოლი არაფერში დაუდეს მასპინძლებს და 56-ე წუთზე ვერნერის მიერ პენალტიდან გატანილი გოლით გამარჯვებას მიაღწიეს.

 

ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემ ჰოტსპური” ჯერჯერობით ერთადერთი კლუბია, რომელმაც მერვედფინალურ შეხვედრაში საკუთარ მინდორზე განიცადა მარცხი.

 
შეგახსენებთ ამ დროისთვის გამართული მერვედფინალური შეხვედრების შედეგებს:
 
“ატლეტიკო” – “ლივერპული” 1:0
“ბორუსია” – პსჟ 2:1
“ატალანტა” – “ვალენსია” 4:1
“ტოტენჰე ჰოტსპური” – “რედ ბული” 0:1
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად