A1 ბანერი

ლაინერზე, რომელიც ნორვეგიის სანაპიროსთან იძირება, 1300 მგზავრია (ვიდეო)

ლაინერზე, რომელიც ნორვეგიის სანაპიროსთან იძირება, 1300 მგზავრია. აქედან, ამ ეტაპზე მხოლოდ 150 მგზავრამდეა ევაკუირებული. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ქარის და შტორმის გამო, მგზავრების სამაშველო ნავებით გამოყვანა ვერ ხერხდება. სამაშველო ცენტრში აცხადებენ, რომ ლაინერიდან გამოყვანილი ათი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, განსაკუთრებით 90 წლის მამაკაცის და 70 წლის ქალის.

მგზავრები ამ დროისთვის ხუთი სამაშველო ვერტმფრენით გამოჰყავთ.ადგილობრვი მთავრობის ინფორმაციით, გემ „ვიკინგ სკაის” ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...