ლაინერ Diamond Princess-ზე კორონა ვირუსით დაავადებული მგზავრებიდან 2 დაიღუპა

ცნობილი ხდება ლაინერ Diamond Princess-ს მგზავრთაგან პირველი მსხვერპლის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

დაიფიცირებულები იაპონიის ერთ-ერთ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 80 წლის მამაკაცი და ქალი გარდაიცვალა.

შეგახსნებთ, რომ საზღვაო ხომალდი Diamond Princess 5 თებერვლის შემდეგ იაპონიის ქალაქ ოკოგამას პორტში კარანტინზეა გაჩერებული. რამდენიმე მგზავრს კორონა ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჯამად ხომალდზე 600 მდე ინფიცირებულია. სუ ხომალდზე 3 700 მგზავრი იმყოფებოდა.

19 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელი მგზავრები ლაინერს დატოვებდნენ. საუბარი იყო 500 მგზავრზე, რომლებსაც ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონა ვირუსით 75 000 ზე მეტი ადამიანია დაავდებული. ინფიცირებულთაგან 2000 ზე მეტი გარდაიცვალა, 16 000 მდე კი განიკურნა. ვირუსის პირველი ნიშნები ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უხანში გასული წლის დეკემბრის ბოლოს გაჩნდა.დაავადებულთა დიდი ნაწილი ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად