ლაგვილავა რულოვსს: არ გაქვთ მორალური უფლება, გამსახურდიაზე ისაუბროთ – დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

ზუგდიდის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის. სხდომაზე სანდრა რულოვსი და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მივიდნენ და მოითხოვეს დეპუტატებისგან, განეხილათ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტები დადიანების სასახლის ეზოსა და სოფელ ჯიხაშკარში.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ლაგვილავამ სანდრა რულოვსს უთხრა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება, ზვიად გამსახურდიას დარბაზში ხმამაღლა ისაუბროს. სწორედ ლაგვილავას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა ხმაური და ურთიერთდაპირისპირება. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მტკიცებით ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში არჩევნები აქვს წაგებული და ახლა პროვოკაციაზე გადავიდნენ, საპირისპიროს აცხადებენ ზუგდიდის ენმში. ანი წითლიძის მტკიცებით, ხელსუფლება მიზანმიმართულად ცდილობს მისგან მართულმა ადამიანებმა სანდრა რულოვსს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...