ლაგოსში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მაშველებმა ცხრა ადამიანი ცოცხალი იპოვეს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში. მუშების ცნობით, ჩამონგრევის მომენტში შენობაში 40-მდე ადამიანი იყო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 100 ადამიანის შესახებ.

ლაგოსის შტატის მთავრობის განცხადებით, მთავარი არქიტექტორის მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეწყდა და საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე, რომელის მაღალი კლასის საცხოვრებელ სახლად უნდა ქცეულიყო, გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს, ლაგოსის პრესტიჟულ იკოის რაიონში 22-სართულიანი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ის 360 Degrees Towers-ის კომპლექსის ნაწილი იყო და ძვირადღირებული ბინების, თაუნჰაუსებისა და პენტჰაუსების განთავსებას ითვალისწინებდა.

კომენტარები
იტვირთება...