ლაგოდეხში წყლის მრიცხველების გაუქმებისა და სუფთა წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

ლაგოდეხში წყლის მრიცხველების გაუქმებისა და სუფთა წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, მოსახლეობას კვლავ დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება, ზოგჯერ კი ონკანებს თაგვები და წურბელები მოჰყვება.წყალმომარაგების კომპანიამ მრიცხველები დაამონტაჟა და ბინძურ წყალში ფული უნდა გადაგვახდევინონ“, – განაცხადეს აქციაზე შეკრებილებმა.

ადგილობრივებმა მოითხოვეს, რომ წყლის მრიცხველები გაუქმდეს და გადასახადი კვლავ სულადობის მიხედვით დაწესდეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული 5 წლის განმავლობაში წყლის სისტემის სრულ რეაბილიტაციაზე თითქმის 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად