ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ლიკვიდირებულია

სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს.

შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...