ლაგოდეხში, სოფელ ჩადუნიანში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილტიაცია იწყება

სოფელ ჩადუნიანში ბოხოლოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები იწყება. გზის საფარის მოწყობას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ლაგოდეხგზა“ განახორციელებს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

რეაბილიტაციამდე აღნიშნული პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად